среда, 1 апреля 2009 г.

სანდრო ახმეტელი


სანდრო ახმეტელი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი

 



საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ 1886 წელს, 14 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს ვასილ დავითის ძე ახმეტელიშვილს და მის მეუღლეს მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ახალშობილი ოთხი დღის მერე, იმავე ეკლესიაში მონათლეს. ნათლია ყოფილა მნათეს დიმიტრი ახმეტელიშვილის მეუღლე– ქრისტინე.

ვასილ ახმეტელიშვილს შეძლებული ოჯახი ჰქონია. პატარა სანდროს და-ძმებიც ჰყავდა. მისი და ეკატერინე ახმეტელიშვილი იყო ქალი პირველი ქართველ ქალთაგან, რომელმაც უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. იგი ყოფილა მეუღლე ქართული ქირურგიის ფუძემდებლის-გრიგოლ მუხაძისა. 

ძმა(უფროსი) დავითი-ამთავრებს ვეტერინალურ ინსტიტუტს და პროფესორი ხდება.მეორე ძმა ილია ამთავრებს სამედიცინო ინსტიტუტს და ცნობილი ქირურგი ხდება. მესამე ძმა - გიორგი პროფესიით ინჟინერი იყო. ამიტომ ამ ოჯახს სოფელში ,,მინისტერაანთ'” ეძახოდნენ. 

ოჯახი 1891 წლიდან საცხოვრებლად გადადის თელავში. მამამისი სოფელ კოღოთოს ეკლესიის მღვდელი იყო.

1900 წელს ალ. ახმეტელმა დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ოჯახი შემდეგ განჯაში გადადის და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს. ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც გიმნაზიის ინსპექტორი ყოფილა ქართული კულტურის დიდი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სანდროს ჯერ კიდევ, მაშინ იზიდავდა თეატრი და მისი ცხოვრება.

1905 წელს დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. შემდეგ მიდის თელავში, სწორედ აქ გაიცნო ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის ივანე როსტომაშვილის ასული ტასო. 1907 წელს ტასოზე ჯვარი დაიწერა. იმავე წელს კი ვაჟი-შალვა შეეძინათ.

1907 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მასთან უსწავლია შალვა ნუცუბიძეს და გიორგი ციციშვილს. უნივერსიტეტში სწავლისას შეუქმნია აეროპლანის მოდელი, რასაც აქვეყნებს იმდრონდელი ,,ცნობის ფურცელი”.

1910 წელს ქვემო მაჩხაანში პირველად გვევლინება, როგორც რეჟისორი. აქ დადგა სუმპატაშვილ-იუჟინის პიესა ,,ღალატი”. სანდრო თვითონ ჰქმნიდა გრიმებს და კოსტიუმების მოდელებს.

1916 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა და იურისტის დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში.1917 წელს შეეძინათ მეორე ვაჟი– ჯუანშერი.

1919 წლიდან ჩაირიცხა ქართული დრამის დასში, როგორც რეჟისორი. I დადგმა იყო არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე”. სპექტაკლში მღეროდა მისი თანამამულე ვანო სარაჯიშვილი. 

1922 წელს საქართველოში ჩამოდის რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. 1923 წელს კ.მარჯანიშვილმა იგი თავისთან მიიწვია რეჟისორად. 1926 წელს ამ ორი რეჟისორის გზა გაიყარა.

ს.ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. 10 წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. ,, ლამარას” ნახვის შემდეგ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ.

ბერიას და ორჯონიკიძის მანქანაც ამუშავდა და 1937 წელს დააპატიმრეს მოსკოვში. 222 დღე გრძელდებოდა მისი წამება.

1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. 

სიკვდილის შემდეგ რეალიბილიტირებულია.

 
 სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული სპექტაკლები:


1 დ. არაყიშვილის - ,,თქმულება შოთა რუსთაველზე” 1919 წ.

2. ს. შანშიაშვილის - ,,ბერდო ზმანია” 1920 წ. 

3. ჯ. სინგის - ,,გმირი” 1923 წ.

4. ს.შანშიაშვილის - ,,ჰერეთის გმირები” 1924 წ.

5. უ. შექსპირის - ,,უინძორელი ცელქი ქალები” 1924 წ.

6. ა. გლებოვის - ,,ზაგმუკი”1926 წ.

7. ნ. შიუკაშვილის - ,,ამერიკელი ძია” ( 1 ნაწ.) 1926 წ.
 ( 2 ნაწ.) 1927 წ.
8. მ. ლორთქიფანიძის - ,,ათი დღე” 1927წ.

9. კ. ლიფსკეროვი - ,,კარმენსიტა” 1927 წ.

10. ე. ბილბელოცერკოვსკი - ,,საჭე მარცხნივ”1927 წ.

11. ბ.ლავრენიოვის - ,,რღვევა” 1928 წ.

12. ს.შანშიაშვილის - ,,ანზორა” 1928 წ.

13. ხოზიკა - ,,ხოჭოების დოღი” 1928 წ.

14. ჰაყენკლევერის - ,,საქმის კაცი” 1929 წ.

15. ვ. კირშონის - ,,ქართა ქალაქი” 1929 წ.

16. ვაჟა-ფშაველას მიხედვით - ,,ლამარა” 1930 წ.

17. შ. დადიანის - ,,თეთნულდი” 1931 წ.

18. მირცხულავას - ,,განგაში” 1931 წ.

19. ბუხნიკაშვილის - ,,ნაბიჭვარი” 1931 წ.

20. ფ. შილერის - ,,ყაჩაღები” 1933 წ.

21. ლ. სლავინის - ,,ინტერვენცია” 1934 წ.